აკაკი ბობოხიძე - არ ვიცი, დღეს ვის უფრო აწყობს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, რომ შემდეგ მისი სახელით ისარგებლონ
აკაკი ბობოხიძე - არ ვიცი, დღეს ვის უფრო აწყობს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, რომ შემდეგ მისი სახელით ისარგებლონ

მე არ ვიცი, დღეს ვის უფრო აწყობს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი, რომ შემდეგ მისი სახელით ისარგებლონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას არ აინტერესებს.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც კი ხელში ჩაიგდებს სადაავეებს, შემდეგ იტყვის, რომ ჩვენ ვართ მიშას ნამდვილი მემკვიდრეებიო, რადგან ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ ხმები – წარსულში გაკეთებული კარგი საქმეების მემკვიდრეობაზეა საუბარი – და ეს ხმები აინტერესებთ, არ აინტერესებთ ეს კაცი სინამდვილეში. მეტსაც გეტყვით, ღმერთო, დამიფარე, და მე არ ვიცი, დღეს ვის უფრო აწყობს მიშას სიკვდილი, რომ შემდეგ მისი სახელით ისარგებლონ. მე ვიცი, მიშა სააკაშვილი თუ ჯანზე მოვა, ის აუცილებლად დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ხელმძღვანელობასაც და სხვა ხელმძღვანელობასაც, რადგან მიშა სააკაშვილი არ ითმენდა და არასდროს მოითმენს – რაც ცუდია – თუ ის არ არის პირდაპირი მმართველი პროცესების, თუ მას არ უკავშირდება პირდაპირი მართვა. იმის მაგვრად, რომ მიშას ეთქვა ხალხისთვის, ხალხო, თქვენს ხელშია თქვენი ქვეყნის ბედ-იღბალი, თქვენ უნდა იაქტიუროთ, არა, მე და ბიძინა ვართო. ის ასეთი იქნება, ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანმრთელი, ღონიერი მიშასგან პრობლემები შეექმნება ნებისმიერ მმართველობას, რომელიც მიშას გარეშე დააპირებს მართვას“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.