აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ უნდა ვიაროთ 12 პუნქტის და კიდევ უამრავის განხორციელების გზით
აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ უნდა ვიაროთ 12 პუნქტის და კიდევ უამრავის განხორციელების გზით

არ ვართ წინააღმდეგი, ივანიშვილის ხელისუფლებას, ვიდრე ის შეგვიცვლია, ვაიძულოთ და წინსწრებით მივაღებინოთ ისეთი კანონები, რომლებიც მომავალში რეფორმებისთვის ჩვენ გვჭირდება, მაგრამ 12 პუნქტზე ლაპარაკი მიგვაჩნია შეცდომად და საქმისთვის დამაზიანებლად , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„ამ 12 პუნქტში, მინიმუმ, ორი პუნქტი არის, რომელიც, სინამდვილეში, არ უნდა შესრულდეს. ერთია დეპოლარიზაცია, ანუ დიამეტრალური სხვაობა ივანიშვილის ხელისუფლებასთან. ივანიშვილის ხელისუფლება არის პრორუსული ხელისუფლება და ამიტომ მისგან სწორედაც რომ პოლარიზებული უნდა ვიყოთ. ანუ დიამეტრალურად განსხვავებული უნდა ვიყოთ. და მეორე, შეუძლებელია რომელიღაც კანონის გადმოკოპირებით, მაგალითად, უკრაინული კანონის გადმოკოპირებით გვითხრან, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა მოგვარებულია. ოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის არ არის კანონის პრობლემა. ოლიგარქიზაცია არის პრობლემა იმის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მონურად, უთქმელად ემორჩილება ბიძინა ივანიშვილის მითითებებს და ქვეყანა არ იმართება კანონებით. ამიტომ, მინიმუმ, ამ ორი რამით უნდა მივაღწიოთ მთავარ შედეგს – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შემდეგ უნდა ვიაროთ 12 პუნქტის, დარჩენილი 10-ის და კიდევ უამრავის განხორციელების გზით. რეფორმა ეს არ არის რაღაც რამდენიმე ნაბიჯი, რეფორმა არის მუდმივად გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ჩვენმა თაობამ, მომავალმა თაობამ. მუდმივად განვითარებისთვის სჭირდება მერე სხვა თაობებს ამის გაგრძელება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ე.წ. 12 პუნქტზე საუბარი, ჩემი აზრით, არის, რბილად რომ ვთქვა, შეცდომა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.