აკაკი ბობოხიძე - ქვეყანაში ნორმალური ფორმებით მოხდება აზრის გამოხატვა თუ არანორმალური, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, ნებისმიერი მოქალაქის მოქმედებაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ
სინამდვილეში ნებისმიერი მოქალაქის მოქმედებაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ. ამ მდგომარეობამდე ხელისუფლებამ მიიყვანა ადამიანები, მათი მომხრები თუ მოწინააღმდეგები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ხშირად ვყოფილვართ გამოხატვის მსგავსი ფორმის მსხვერპლები და როდესაც ხელისუფლებას მოუწოდებდით, რომ მსგავსი რამ აღეკვეთა, ყოველთვის იყო პასუხი ასეთი: არ ვემხრობით, მაგრამ და ამ მაგრამით აფუჭებდნენ ყველაფერს. ამიტომ ეს სიტყვა – მაგრამ არ მინდა ვიხმარო, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ვუთხრა, რომ სინამდვილეში პასუხისმგებლობა ქვეყანაში ნორმალური თუ არანორმალური ფორმებით მოხდება გამოხატვა თავიანთი აზრისა და თავისუფლების, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე. სინამდვილეში ნებისმიერი მოქალაქის მოქმედებაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ. ამ მდგომარეობამდე ხელისუფლებამ მიიყვანა ადამიანები, მათი მომხრები თუ მოწინააღმდეგები, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.