აკაკი ბობოხიძე - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას ორგანიზება სჭირდება
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ფიქრობს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის მიმართ გაკეთებული მოწოდებები შედეგს ვერ გამოიღებს. როგორც ჟურნალისტებს ბობოხიძემ განუცხადა, აზიური ფაროსანა უსერიოზულესს პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყანა ან გადაჭრის, ან მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გაჭირდება.
“მოსახლეობის მიმართ მოწოდებები შედეგს ვერ გამოიღებს. ამ ბრძოლაში შეიძლება ყველა ადამიანი ჩაერთოს, მაგრამ ამ პროცესს ორგანიზება მაინც სჭირდება, რადგან როდის იქნება მაქსიმალური ეფექტი – როცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ერთდროულად, თუ როცა ადამიანები ინდივიდვალურად წყვეტენ, საკუთარ ეზოში ესა თუ ის ღონისძიება როდის გაატარონ. იმისთვის, რომ ღონისძიებამ მასიური სახე მიიღოს, ამას ორგანიზება სჭირდება”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
მთავრობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაახლოებით 50 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიებების დაწყება გაზაფხულზე იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბროლაში აქტიურად ჩაერთოს.