აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ არეულობის ზონებში რამდენიმე ბატალიონისა და სპეციალური სადაზვერვო შენაერთის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.
დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელის ჯარისკაცებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს. შეტაკებები მოხდა აღმოსავლეთ იერუსალმში „დამასკოს კარიბჭესთანაც“.
მასშტბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში სასწავლო პროცესი შეწყდა.
საპროტესტო აქციები აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ გამოიწვია.