ადამ კინზინგერი - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, „ჰაიმარსი“ საქართველოს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.
ამის შესახებ კონგრესმენი კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 1/3. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს… მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. „ჰაიმარსი“ საქართველოს“, – წერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი.