ადამ კინზინგერი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს - არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ მოიგებთ, ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო
ადამ კინზინგერი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს - არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ მოიგებთ, ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ეხმაურება და მოუწოდებს, რომ საქართველოს მომავალზე ფოკუსირდნენ.

„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოიგებთ, თქვენ ერთმანეთს ებრძვით ერთი კაცის გამო. გაყოფილი სახლი ვერ იდგება. დროა, ფოკუსირდეთ საქართველოს მომავალზე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.