ადამ კინზინგერი – ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, ლიდერებმა არ შეისმინეს
ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, ლიდერებმა არ შეისმინეს, – ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„მასობრივი პროტესტები საქართველოს ერში, რომელიც აპროტესტებს საშინელ და რუსეთის მიმართ მეგობრულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა. ლიდერებმა არ შეისმინეს. თავისუფლება!“,- წერს კინზინგერი.
Massive protests in the nation of #Georgia protesting the terrible and Russian-friendly foreign agent law. The Georgian people want to go west. The leaders haven’t listened.
Freedom!
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) March 8, 2023