ადამ კინზინგერი – მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, „ჰაიმარსი“ საქართველოს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.
ამის შესახებ კონგრესმენი კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 1/3. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს… მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. „ჰაიმარსი“ საქართველოს“, – წერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი.
Russia occupies 1/3 of the country of Georgia. The Georgian Legion is defending Ukraine….
It seems that after #Russia gets humiliated in #Ukraine, maybe there will be a fire sale on Russian occupied lands. HIMARS to Georgia! https://t.co/n7AGnHz5Uy
— Adam Kinzinger🇺🇦🇺🇸✌️ (@AdamKinzinger) July 31, 2022