ადამ კინზინგერი - აუცილებელია, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი 8 მარტის შეთანხმების შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დღევანდელ განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება და მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.
„ეს იდეალური ნათქვამია. აუცილებელია, რომ საბოლოოდ ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.