ადა მარშანია - ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა, რომ თავად მოღალატეები მოღალატეს ეძახიან
ადა მარშანია - ემზარ კვიციანი არის ვაჟკაცი და ვერ მოითმინა, რომ თავად მოღალატეები მოღალატეს ეძახიან

ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა​, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარისას განაცხადა, სადაც ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.

„მოღალატე როდესაც შენ გეძახის მოღალატეს, ადამიანს, რომელიც ნაომარია, რომელიც 15 წელი იარაღით იცავდა კოდორს, თავის სამშობლოს, ასეთი ადამიანი ძნელად აიტანს ასეთ შეძახილებს, თან ვისგან? თავად მოღალატეებისგან. ცხადია, მე არ მოვუწონებ ფიზიკურ დაპირისპირებას ბატონ ემზარს, თუმცა ემოციურად მესმის, ის არის ვაჟკაცი, ვერ მოითმინა. მაგრამ რადგან ის არის პარლამენტის წევრი, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს და უნდა მოითმინოს. მგონი სიტყვიერი პასუხი საკმარისი იყო. ჩემი გადასახედიდან ასე ვფიქრობ, ბატონი ემზარისთვის რთულია“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.