ადა მარშანია - 20 ივნისს ელენე ხოშტარია უკადრებელ, უმძიმეს განცხადებას ყვიროდა რუსულ ენაზე, რომელსაც ვერ გავიმეორებ, რადგან არ მინდა, ჩემს ქვეყანას ზიანი მივაყენო [ვიდეო]

ძალიან სასტიკი და მძიმე მიზეზი მქონდა, რომ პრეზიდიუმში ავვარდი, იმ დღეს, პარლამენტის სხდომაზე, ელენე ხოშტარია უკადრებელ, უმძიმეს განცხადებას ყვიროდა რუსულ ენაზე, რომელსაც მე ვერ გავიმეორებ, რადგან არ მინდა, ჩემს ქვეყანას ზიანი მივაყენო, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყვირილები რუსულ ენაზე არ მოხვდა მასმედიაში, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრის განაცხადა.

ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მიმართა, რომ 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა დაქალმა უკადრებელი იკადრა.

„ერთი წლის თავზე როგორ ვთქვა ის, რასაც ერთ წლის განმავლობაში ვითმენდი. მე შემიძლია ვთქვა, რას ყვიროდა ქალბატონი პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში. ამის გამო ავედი პრეზიდიუმში. ერთი კვირა, რომ ატრიალებდნენ თქვენი საკუთარი ტელეკომპანიები, რომ მარშანია ავიდა პრეზიდიუმშიო, ოკუპანტისთვის სავარძლის გასათავისუფლებად, თქვე უნამუსოებო, თქვენ დაგიწვეს სახლი აფხაზეთში, თქვენ დაგიხოცეს ნათესავები, თქვე უნამუსოები, „რუსთავი2“, „ფორმულა“, „პირველი“ და ა.შ. ე.წ. ლიბერალური ტელევიზიები. წარმოდგენა არ გაქვთ ლიბერალიზმზე საერთოდ. თქვენ წარმოდგენა გაქვთ მხოლოდ სადიზმზე, ბანდიტიზმზე და ღალატზე. სირცხვილი სიტყვა დაივიწყეთ ან როგორ ბედავთ ამ სიტყვის წარმოთქმას. მე ვბედავ ბევრს, რადგან ამის მორალური და ზნეობრივი უფლება მაქვს. კარგად ვიცი ყველაფერი, ვინ გამომაგდო, ვინ რა გააკეთა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.