აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე საბოლოო მიზანს – ხელახალ არჩევნებს არ მიაღწევენ.

„საბოლოო მიზანი არის ხელახალი არჩევნები. ვერ გავჩერდებით. ეს პროტესტი გაგრძელდება. ასევე დღეს შევიკრიბებით ოპოზიციური პარტიები და უახლოეს დღეებში დავგეგმავთ ხალხმრავალ აქციას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები, რომლებმაც 21 ნომებერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.