აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. გამოვლინდა ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 154 პირი.

ასევე, აჭარაში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 87 წლის ქალი და 55 წლის მამაკაცი.

რეგიონის ცხრა კოვიდკლინიკაში დღეისათვის მკურნალობს 545 ინფიცირებული, მათგან 53 რეანიმაციაშია. კოვისასტუმროებში იმყოფება 765 პაციენტი, 1000-მდე ინფიცირებული კი ბინაზე მკურნალობს.

კლინიკებში თავისუფალია 63 ადგილი.