საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა შემოდგომაზე გაიმართება, – ეს ინფორმაცია პირველ არხს ჟენევაში მყოფმა გრიგორი კარასინმა მიაწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზუსტ თარიღზე ზურაბ აბაშიძესთან ჯერ არ შეთანხმებულა.
შემოდგომაზე განახლდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც. ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო და ერთადერთი ფორმატია, სადაც საქართველო რუსეთს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ესაუბრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჩეხეთის დედაქალაქში პირველად 2012 წლის 14 დეკემბერს შეხვდნენ.
„ჩამოყალიბებული ადამიანური კონტაქტები ყოველთვის ახალზე უფრო მნიშვნელოვანია, რომლებიც გაურკვევლობის ელემენტებს შეიცავენ,”- განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღის შეხვედრებზე და ზურაბ აბაშიძეზე საუბრისას.