რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში, 31 იანვარს გაიმართება.
ამის შესახებ კარასინმა რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა პრაღაში 2012 წლის დეკემბერში გაიმართა.