აბაშაში მეექვსე დღეა მამაკაცს ეძებენ
აბაშაში მეექვსე დღეა მამაკაცს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ ახალგაზრდა მამაკაცს.

ოჯახის წევრების თქმით, ის სახლიდან ცხენით 31 დეკემბერს გავიდა . ცხენი სახლში პატრონის გარეშე დაბრუნდა.

მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველებს. პოლიცია ძებნის პროცესში 3 იანვრიდან ჩაერთო.

დაკარგულ ი.კ-ს პირობითი სასჯელი აქვს.