ოჯახის წევრები, მეორე დღეა, დათი გავაშელს ეძებენ

13:56, 16.01.2024

ოჯახის წევრები, მეორე დღეა, დათი გავაშელს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, დათი გავაშელი ბოლოს დიღმის ტერიტორიაზე ნახეს.

„გთხოვთ, გაავრცელოთ. დაიკარგა დათი გავაშელი გუშინ, 17:00 საათისთვის. არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია, ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 03:00 საათზე დიღმის ტერიტორიაზე. თუ ვინმე შენიშნავთ, დარეკეთ 591 000 220. ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა“, – აცხადებენ ოჯახის წევრები.

მსგავსი