30 მილიონი ევრო ან პატიმრობა - კრიშტიანუ რონალდუს ულტიმატუმი წაუყენეს
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში „რეალის“ პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს სასამართლო პროცესი გაგრძელდა. ფეხბურთელი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი.
ამჯერად, მადრიდის სასამართლომ ფინანსურ საკითხებში რონალდუს მრჩევლები დაკითხა – წერს გაზეთი AS.
სასამართლოს მორიგი სხდომის შემდეგ, პორტუგალიელს გამოძიებასთან გარიგებას და საგადასახადო ორგანოებისთვის 30 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობენ.
თუ რონალდუ ამ გარიგებას დათანხმდება, მხოლოდ პირობით სასჯელს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას 100-მილიონიანი ჯარიმა და პატიმრობა ემუქრება.