საიუბილეო მეტრომანის შეძენა მოქალაქეებს დღეიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 23, 24, 25, 26 მაისს მეტრომანი მეტროსადგურების სალაროებში უფასოდ დარიგდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მეტრომანის საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებული წარუდგინა.
კახა კალაძის თქმით, ახალი დიზაინის ავტორმა რეზო მელიქიშვილმა მეტრომანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღს მიუძღვნა.