2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 350 637 ვიზიტორი ეწვია
2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 350 637 ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წლიურ მოხსენებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 350 637 ვიზიტორიდან 53 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, 47 პროცენტი – უცხოელი.
მთავრობა განმარტავს, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 26 პროცენტით (277 588 ვიზიტორი).