ბულგარეთის ელჩი - გვსურს, ვნახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად, გვინდა, იყოს საუკეთესო პირობები, რადგან ესეც ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ნაწილია
ბულგარეთის ელჩი - გვსურს, ვნახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად, გვინდა, იყოს საუკეთესო პირობები, რადგან ესეც ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ნაწილია

პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი, მთავარი როლი ქვეყანაში ცვლილების მოხდენასა და არჩევნებში, ასე რომ, ჩვენ გვსურს, ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ როლს საუკეთესო გზით, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიური ანგარიშის წარდგენისას ბევრ საკითხს შეეხო.

„ეს არჩევნების წელია. პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში ბევრ საკითხს შეეხებოდა. ყურადღებით მოვისმინეთ. რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი, მთავარი როლი ქვეყანაში ცვლილების მოხდენასა და არჩევნებში. ასე რომ, ჩვენ გვსურს, ვნახოთ, როგორ ასრულებს ის ამ როლს საუკეთესო გზით. ყველას გვსურს, ვნახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს თავად სპიკერმაც თქვა და ჩვენ, ყველას შეგვიძლია, დავეთანხმოთ. დიახ, გვსურს, იყოს საუკეთესო პირობები დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად, რადგან ესეც არის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ნაწილი“, – განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.