2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 350 637 ვიზიტორი ეწვია

13:20, 03.06.2019

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 350 637 ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წლიურ მოხსენებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 350 637 ვიზიტორიდან 53 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, 47 პროცენტი – უცხოელი.

მთავრობა განმარტავს, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 26 პროცენტით (277 588 ვიზიტორი).

მსგავსი