2018 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2018 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 631 ახალი შემთხვევა.

ცენტრის ცნობით, სულ საქართველოში 7 434 აივინფიცირებული პირია რეგისტირებული. მათ შორის 5 564 – მამაკაცია, 1 870 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3 969 პაციენტს განუვითარდა, 1 515 გარდაიცვალა.

30 ნოემბრის მონაცემებით, მკურნალობას იტარებს 4 550 პაციენტი, მათ შორის 526 აფხაზეთიდანაა. 47 კი ბავშვია, რომელთაგან 10 ბავშვი აფხაზია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.9 % (2967) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.4 % (3446) დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (830) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2719 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა,); სამეგრელოში 942 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 832 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (472); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (278); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (106).