შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივთან ერთად“ – ეს ამ დღის წლევანდელი დევიზია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს.

საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია, აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული. მათგან 6 982 მამაკაცია, 2 367 კი ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

უკანასკნელ წლებში საქართველოში შემცირებულია აივ\შიდსით ავადმყოფების სიკვდილიანობა. ექიმების თქმით, სიკვდილიანობა საქართველოში ძირითადად განპირობებულია გვიანი დიაგნოსტიკით. პირველი აივინფიცირებული საქართველოში 1989 წელს, აფხაზეთში გარდაიცვალა.

დღეს მსოფლიოში აივით თითქმის 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.