იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 084 ადამიანი დაინფიცირდა, 199 პაციენტი კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 084 ადამიანი დაინფიცირდა, 199 პაციენტი კი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 31 084-ით გაიზარდა, 199 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევების უმეტესობა ლომბარდიის, კამპანიისა და ვენეტოს რეგიონებში დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვითარება მეოთხე ტიპის სცენარს უახლოვდება, რაც ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის კიდევ ერთხელ გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 647 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 321 პაციენტი გარდაიცვალა.