2017 წელს რეგულირების სააგენტომ საქმიანობის უფლება 93 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერა
2017 წელს რეგულირების სააგენტომ საქმიანობის უფლება 93 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებების შემოწმების დროს 1036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დაიწერა. აქედან 821 წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 119 სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევაზე, 79 მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ეხებოდა, 11 უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობას, 6 კი სამედიცინო დოკუმენტაცის დარღვევა იყო.

სასამართლო განხილვის შედეგად, 841 დარღვევიდან დაჯარიმდა 620 სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებები, 208-ს შენიშვნა მიეცა და ორზე საქმე შეწყდა. ჯარიმის საერთო რაოდენობა 1 171 100 ლარია. საბჭომ 2017 წლის განმავლობაში 302 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ხოლო 93 ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით, 1-დან 4-თვემდე და 2-ს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა.