17 წელი ტრაგედიიდან - აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს გარდაცვლილებს გლოვობენ [ფოტოამბავი]
აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს გარდაცვლილებს გლოვობენ. მოქალაქეებმა 11 სექტემბრის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
17 წლის წინ ამ დღეს 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეოთხე ავიალაინერი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, პენსილვანიის შტატში, ქალაქ შენკსვილთან ჩამოვარდა.
ალ ყაიდას მიერ ორგანიზებული ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.