დავით ზალკალიანი – საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ 11 სექტემბრის მსგავსი საშინელი ტერაქტი აღარასდროს განმეორდეს
საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი აღარასდროს განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„20 წლის წინ, სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით დააზარალა. ჩვენ ვუერთდებით აშშ-ის მოსახლეობასთან ერთად პატივს მივაგებთ დაღუპულებს და მათ, ვინც მომხდარზე პირველი რეაგირება მოახდინა. საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი აღარასდროს განმეორდეს“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.
20 yrs ago, brutal terrorist attack #9/11 took innocent lives & affected thousands. We join 🇺🇸 people in honoring victims& paying tribute to first responders. 🇬🇪stands united with intl. community to make sure such vicious act of terror will never happen again.@usingeo @SecBlinken
— David Zalkaliani (@DZalkaliani) September 11, 2021