კახა კუჭავა – გვახსოვს 11 სექტემბრის შოკისმომგვრელი ტრაგედია და პატივს მივაგებთ ამ დღის მსხვერპლს
ჩვენ გვახსოვს 11 სექტემბრის შოკისმომგვრელი ტრაგედია და პატივს მივაგებთ ამ დღის მსხვერპლს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
„ჩვენ ასევე აღვნიშნავთ იმ საზოგადოებების გამძლეობას, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ბარბაროსობას და ვიმეორებთ ჩვენს მოვალეობას, დავიცვათ საერთო ღირებულებები და იდეალები“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
We remember shocking tragedy of #September11 and honor the victims and survivors from that day. We also mark the resilience of the communities who stood against this barbarism, and restate our duty to uphold common values and ideals. #WeRemember911 #NeverForget
— Kakha Kuchava (@kkuchava) September 11, 2021