ირაკლი ღარიბაშვილი – 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ
11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
„დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ.
საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Today marks 20 years since the tragic 9/11 terrorist attacks. #September11 is a vivid reminder that terrorism must never prevail.
Georgia stand together w/ 🇺🇸 & our allies to promote peace & security, make the world a better, safer, place to live.#NeverForget #September11 pic.twitter.com/fX2Afgcx9x— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 11, 2021