ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია მიმდინარეობს

20:00, 11.09.2021

ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია მიმდინარეობს.

ღონისძიების მიმდინარეობისას 20 წლის წინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა სახელებს კითხულობენ.

მანჰეტენის სამხრეთით, დაღუპულთა მემორიალის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული.

პოლიციის დამატებითი რაზმები მორიგეობენ რამდენიმე კვარტალის მოშორებითაც. ფეხით მოსიარულეთა ბილიკების და ტროტუარების ნაწილი რკინის ღობეებითაა გადაკეტილი.

ადგილზე მივიდნენ აშშ-ის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები – ჯო ბაიდენი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

მსგავსი