* * *

ნაღვლიანი არ არის განა?

რომ თვით შენი შეყვარებაც კი
არ შეიძლება…

 

* * *

მონადირე
ჩიტზე ფიქრობს,
მე მის
ბარტყებზე…

 

* * *

ზოგჯერ
შენი წყრომაც კი
მენატრება…

 

* * *

ნეტავ
შეხვედრის წუთებიც
განშორების წუთებივით
ნელა გადიოდეს…

 

* * *

ათას ენაზე
გეუბნები:
მე შენ მიყვარხარ!
და ნუთუ შენ
უენობის ენაც
არ გესმის?

 

* * *

(ღმერთს) მიახლება
არის
ორი მოლოდინის
შერწყმის წერტილი
შენს მოსვლამდე
შენი წასვლიდან…

 

* * *

საკმარისია,
ვიფიქრო შენზე,
მოვიდეს
ლექსი…

 

* * *

შენს მოსვლამდე,
ეს სამყარო,
სულ სხვა რომ იყო,
შენი მოსვლის შემდეგ
სულ სხვა
სამყაროდ იქცა…

 

* * *

ამჯერადაც შენ იდექი
კარს მიღმა,
რომ გავაღე
და არ იდექი…

 

* * *

რა იქნებოდა,
რომ ყოველ დილით
ჩემი თვალები
შენს თვალებთან
გახელილიყო…

 

* * *

ნაღვლიანი იმის გამო ვარ,
რომ მოდიხარ,
რათა წახვიდე…

 

* * *

შეიძლება,
ჩვენი ქალაქიდან წახვიდე,
მაგრამ
ჩემი გულიდან
არასოდეს.

 

* * *

შენ იმაზე მეტად ლამაზი ხარ,
ვიდრე მე შემიძლია წარმოვიდგინო
და მე იმაზე მეტად მიყვარხარ,
ვიდრე შენ შეგიძლია წარმოდგენა.

 

* * *

დასანანია,
რომ მე და შენ
ცხოვრების წიგნში,
პარალელური წრფეებივით
ვერასოდეს
ვერ გადავკვეთთ
ერთი მეორეს…

 

* * *

ცოტა ადრე რომ შეგხვედროდი,
სიყვარულისთვის
ასე გვიან
არ იქნებოდა…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10