ალი მოჰამადზადე

 

* * *

წუხელ, ბუტბუტით, ისე, როგორც

თავაღერილი და მოწრიალე შოშიის ბარტყი,

ვეხეტებოდი ზმანებების ქუჩის კიდეში,

გონთ არ ვიყავ და თავით ვარსკვლავზე მაღლა ვიდექი,

როცა ვიხილე,

რომ ვიღაცამ მიხმო სახელით.

დაჯერება ძნელია, თუმცა

თვითონ ის იყო,

დიახ,

შოთა რუსთაველი,

ის ქართველი დიდი პოეტი.

ვკითხე: “ვეფხისტყაოსნის” მოციქულო,

სად იყავი მთელი ეს წლები და ეს თვეები?

როცა მე შენი ხილვის ლოდინში

ზღვის კოშკის შიგნით ჩამოვბერდი

და მთელმა ჩემმა სიმღერებმა

სტრიქონ

სტრიქონ

ტირილის სრული განბანვა განვლეს?

მთვარეზე მზერამიპყრობილმა მიპასუხა:

დუმილი მთელი ჩვენი ზმანებების გამართლების დასაწყისია,

ჩემო ძვირფასო ტკივილიანო, ჩემით დაჭრილო დიდი ხნის წინათ,

სიტყვის ტახტზე აღსაყდრებას და თავს პოემის გვირგვინის დარქმას

თავის წესი აქვს,

რომელიც ქვის მოთმინებიდან უნდა ისწავლო.

მე კი შორს არსად არ ვყოფილვარ.

მე ადამიანთა უგულისყურობის მიღმა ვიმალები,

წლებია, რაც ამ უგზო და უჩირაღდნო ქუჩათა ახლომახლო

ულუკმაპურო და უთავშესაფრო ბავშვების სასკოლო დავალებების დამწერად ვიქეცი.

სიტყვათა გაოგნების მიღმიდან

ყოველ წამს

ადამიანური მწუხარებისა და სამართლიანობის უქმეებს (პარასკევს) დავტირი.

წუთისოფლის უგულისხმობაში

მთელი ეს მდინარე მტკვარი მე ვიტირე.

მხოლოდ გიორგიმ იცის ჩემი მალული ქვითინის გზასავალი.

ის არის ყურანის სინათლის რჩეული,

მან მთავრესთან არშიყით

მზის ნათელ სიმღერებამდე მიაღწია.

ის არის, ვინც მღამიობებისა და ღამურების სამხილით

ზეცის მღვიძარებაში გაერკვა.

ახლა კი შენც ადექი,

თუ გინდა შენი წილი სიმღერების ღიმილი

და ზეცის ხალასი სინათლე წაიყოლო,

და გიორგის გზას მიჰყევ.

 

ვკითხე:

სად არის მისი სახლი?

მომიგო:

ერთ ნაბიჯზე

სამყაროს აღსასრულთან.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10