სალმა რაფი’ი

 

* * *

მე და შენ ვსიყვარულობთ.

მოსადეყი* შემოგვყურებს

და თავისთვის დუდუნებს:

თქვენ ნავთობზე უფრო შავები ხართ.

ნავთობზე წარმავალნი…

ჩვენ – ამ მიწის სხვადასხვა კუთხეში შეყუჟებული ნავთობივით

– ორი თაგუნა ვართ:

შენ სათვალიანი,

მე გაფუმფულებული.

მთის წვერზე ავედით

და მე გეუბნები:

ბატონო მასწავლებელო, მაპატიე, რომ ასეთი პუტკუნა ვარ!

ასეთი მსუქანი

და ასეთი გადაღლილი.

მასწ, ეს გზა გრძელია.

ეს გზაც ისეთივე გრძელია, როგორც ნავთობის ჭაბურღილიდან გამოყვანილი და უცხო

ქვეყნებზე გამავალი მილსადენი,

გრძელია და

გადაშავებული…

დოქტორი მოსადეყი შემოგვყურებს და

წმინდა წერილი ქმნის თავის პირველ სიტყვას.

პირველთაგან იყო სიტყვა

და სიტყვა მე ვარ – მსუნთქავი შენს პეშვებში…

თევზი,

დამსხვრეული თუნგიდან

მიწაზე დავარდნილი.

შენ კი სანთელი ხარ, მაწვნის ქილა და ქაბაბი –

შემირანის* ერთმანეთში გამავალი ქუჩების კუთვნილი. 

ამ ღამით ამჟავებული იყავი,

მაგრამ

მიპატიებია,

რომ შენს სანთელს ჩემი სიგარეტიდან მოუკიდე.

და არანაირი ძრწოლა აღარ მოდის

მოსადეყის ხელახალი თვალის შევლებიდან.

შავზე შავია

ამაღამ

ჩვენი ტანი… შავი, როგორც ნავთი.

 

——————————————————

*მოსადეყი – ირანის პრემიერმინისტრი გარდამავალ პერიოდში, რომლის ინიციატივითაც მოხდა, ინგლის- ირანის ნავთობკომპანიის ნაციონალიზაცია (1951წ)

*შემირანი – უბანი თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში.

 

 

სამირ ანალუი

 

* * *

რა ტკბილი დამარცხება იქნებოდა,

ცხოვრების ყომარში,

შენში რომ წამეგო

ჩემი ყველაფერი..

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10