ჰოსეინ თაბათაბაი

 

* * *

არ ვიცი,

შენ ხარ ლექსი

თუ ლექსია შენ.

როცა შენზე ვფიქრობ,

ლექსი გამოდის და

როცა ლექსზე ვფიქრობ,

შენ.

 

 

* * *

მწყურვალს ჩემნაირს

აქვს წყარო

შენი თვალების დარი

მარტოობის მწველ უდაბნოში.

 

* * *
უნდა
ერთთავად თვალად იქცე,
შენი თვალები რომ დაინახო..

 

* * *
რა ლამაზია!
ამას ამბობს ყველა,
ვინც გნახა.

 

* * *

გაზაფხული მანამდე იყო,

სანამ შენ იყავ.

შემოდგომა ჩემი შენი წასვლით

იწყება.

 

 

* * *
მენატრება
შენი თვალები,
რომლის მსგავსი
მშვენიერი თვალები
არასოდეს უნახავს
ჩემს თვალს.

 

* * *
მე აქ ვზივარ
და იმაზე ვფიქრობ,
რომ მანდ
ეგებ ზის ვიღაც, ვინაც
ძღომაზე გიმზერს…

 

* * *
ჩემი ხელები
მიჰყვებიან
შენი სხეულის
ყველაზე უფრო
მკვეთრ დაქანებებს…

 

* * *
ნუთუ გაიგებ,
შენს არყოფნას
შენი მოსვლის მონატრების ძალით რომ
ვუძლებ…

 

* * *
მე შენ გვერდით ვარ
და ჩემი ჩრდილი
შენს ჩრდილს არის ჩახუტებული…
თითქოსდა, მზემ
სიყვარული
ჩვენი
იხილა…

 

* * *

შენ ხარ ლამაზი,
როცა ხანდახან
იტყვიან, რომ
ლამაზია
ჩემი ლექსები…

 

* * *

ხალი შენს ტუჩზე
შენი მშვენების ბოლო კი არა,
ჩემი ტრფობით გაგიჟების
დასაწყისია…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10