გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე დაიბადა 1974 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია „იესო და მარიამი ყურანში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამჟამად არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული: „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერების თაიგული“ და „არაბულის მასწავლებელი“. გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა შუა საუკუნეებისა და თანა...

გიორგი ლობჟანიძე დაიბადა 1974 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია „იესო და მარიამი ყურანში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამჟამად არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული: „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერების თაიგული“ და „არაბულის მასწავლებელი“.

გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, რომელთაგან ცალკე წიგნად გამოქვეყნებულია: ჯალალ ედ-დინ რუმი – „ყაზალები“, იბნ ალ-მუკაფფა – „წიგნი ქილილასა და დიმნასი“, სოჰრაბ სეფეჰრი – „წყლის ფეხის ჩქამი“, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – „იესო – ძე კაცისა“, ფორუყ ფაროხზადი – „მეორედ დაბადება“, „სპარსული ზღაპრები“ და სხვა.

იგი გახლავთ მუსლიმთა საღვთო წიგნის -„ყურანის“ პირველი მთარგმნელი არაბულიდან ქართულ ენაზე, რომელსაც თან ერთვის სამეცნიერო აპარატი ვრცელი გამოკვლევითურთ. ამ თარგმანისათვის გიორგი ლობჟანიძეს 2008 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ და ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია საუკეთესო უცხოური კვლევისათვის ისლამოლოგიაში.

მეტი მაჩვენე ნაკლები