დაბრუნება

რანაირი ომია, ხედავ?!

ამოდიან საფლავებიდან და

ხელახლა იბრძვიან ჩვენთვის.

მათ იციან, რომ შინ არა ვართ,

რომ გასაგისიც არა ჩანს ჩვენი.

რომ შეაწუხათ საიქიოს დიდ სიჩუმეში

სააქაოს უფრო დიდმა და საშიშმა  უხმაურობამ.

ხოდა, დგებიან და ხელახლა შედიან ომში

მკვდრებიო, იტყვი, მაგრამ შეხედეთ,

ჩვენ სიცოცხლეს გამეტებით როგორ ცოხნიან

და მტერს თვალებში  აფურთხებენ,

ვერ დაინახოს უჩვენობის სიცარიელე…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11