სამი სურვილი

კაციც მოკლეს და
ყანაც დაწვეს და
ბაღიც გადახნეს.
აღარც სახლს აქვს სახურავი,
აღარც ქვეყანას.
სამყაროსაც ცა აღარ ადგას,
სადაც სიმართლის ანგელოზები
ოქროს თევზების მსგავსად
ნაპირს მოაწყდებოდნენ,
რომ როგორმე წამოსდებოდნენ
ჩვენს უსასოო თვალის ანკესებს,
თავისუფლების სანაცვლოდ კი
სამიოდ სურვილს აგვისრულებდნენ:
უმტროდ,
უმტროდ,
უმტროდ
გვეცხოვრა…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11