მარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური – პოეტი, საბავშვო ავტორი, მთარგმნელი.

დაიბადა 1960 წელს.

არაერთი ლირიკული, საბავშვო წიგნის,  ჩანაწერებისა და თარგმანების კრებულების ავტორია.  რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მონაწილეა რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის. თარგმნილია გერმანულ, ინგლისურ, ლიტვურ, რუსულ, უკრაინულ, იტალიურ და სხვა ევროპულ ენებზე. მისი ლექსები და თარგმანები  არაერთ ქართულ და უცხოენოვან ანთოლოგიებსა და სახელმძღვანელოებშია შესული. არის მუსიკალური და საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. ამჟამად მუშაობს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორად.