* * *

 

ჩემო მეგობარო,

ჩემო გარდაცვლილო მეგობარო,

შენ გვერდით სხვები დგანან,

და შენი გული ცემს, როგორც

ყვავების აშლილი გუნდი,

ცისკენ წაღებული დედოფლის ყვავილები

და წვერმოშვებული მამაშენი,

როგორც მამაჩემი – წყალგამყოფი:

– ყვაა- ყვაა ყვასალია,

ხელის შლა და სავსავია,

ხეებს თვალის ასახვევად

რთავენ ფერად-ფერადად,

თორემ ეს რომ მოხდებოდა,

წლების წინ რომ მოხდებოდა,

იმ დღეს, იმ წუთს, ნეტავ იმ დროს,

როცა ეს არ მომხდარ… იყო,

იქნებ ეს არ მომხდარიყო,

და მას შემდეგ ფოთოლცვენა,

ვარსკვლავთცვენა, ამბავთცვენა

ყოფილიყო საგანი.

ვინც მანამდე მიიცვალა,

დიდი ხნის წინ მიიცვალა.

ჩემი იყო, ჩემთან იყო

ჩემგან იყო თუ სხვაგან!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11