* * *

 

კაცი მიდიოდა და წყვეტდა ვარსკვლავებს

ყველამ ისწავლა დოლზე დაკვრა,

დარდი მძიმეა…

გზა დაგრეხილ თოკს მისდევს და ვიცი

მე ვარ  მთავარი ვიღაცისთვის…

ახლა გარდაცვლილებს მოვიყვან,

როგორც მაგალითებს ნაცნობს

და შიშს სამარეში ჩაყოლილს,

შიშით დავამარცხებ…

ჩემი მეზობელი მარგალიტი

დიდი ხნის წასული,

დიდგვაროვანი,

დასავით შეზრდილი მამაჩემთან

დედა ყველაზე კარგი ბიჭის,

რომელსაც ვერ გაასწრო მაგრამ მიეწია,

ჩემი მეზობელი მარგალიტი

ტირის!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11