გარდაცვალების რეგისტრაცია

 

– გაგიტყდა ფუჟერი?

– გამიტყდა ფუჟერი.

– დაგექცა ღვინო?

– დამექცა ღვინო.

– დაკარგე ნდობა?

-დავკარგე ნდობა.

ჩემს კისერზეა

შენი პერანგი

და იგი მალავს

ყელში ამოსულ სიტყვებს:

სიყვარულს, უფსკრულს,

სიცოცხლეს, თავისუფლებას,

წამალს, საწამლავს

მორჩა!

გითხარი:

ცაზე გაშლილი ფოთლები

ხიდან არასდროს წყდებიან.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11