* * *

 

ჩემო მეგობარო, ხანდახან მენატრები კიდეც,

ხანდახან მახსენდები კიდეც,

ხანდახან ძალიან დიდხანს ვწევარ,

ჭერს ვუმზერ, იატაკს  თვალს ვარიდებ.

ხანდახან შენს ხმაში  ჩიტები გალობენ,

ხანდახან ზაფხულიც არ მოდის მგონი,

ხანდახან მიჭირავს ხელში ცრუ იმედი,

ცრუ მზე, განგაშივით მწველი.

ვერასდროს გნახავ და ამისთვის ვემზადე,

სულ ვემზადებოდი, ახლაც …

თმა რომ მოვიხატე

და ფეხიწვერებზეც ვიარე

ამ დილით,

სულ შენზე ვფიქრობდი…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11