სათხოვარი, წმინდა გიორგის

 

არავინ იცის, თელასიდან

მოსულ ქვითარში, რატომ

წერია ჩემი გვარი მუდამ

შეცდომით?

რატომ იწყება ყველაფერი ასე მარტივად,

რატომ არ არის ადგილები

ფრანგულ კაფეში?

არავინ იცის ასრულებულ

სურვილებს შორის,

სად იმალება სიყვარული?

სად მიდის წყალი?

შემჩნეული ვარ ყველაფერში,

რაც ზღვარს გადადის,

რაც ჩამორჩება დიდ საქმეებს,

ზეაზიდულებს…

მე ვაზიარებ ფეისბუკზე

კარს მომდგარ ზამთარს და მოხუცებულს

ქვაფენილზე… და ცხრაკლიტულებს,

ამ ცასმიშვერილ სამეფო  უბნებს,

სანამ აზიურ ფაროსანას ებრძვის მთავრობა,

მინდა, ნამდვილი სამშობლო მქონდეს!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11