* * *

 

გავიდა წლები შევიცვალე,

ვიღაც იტყოდა დავბერდი, მაგრამ

მე გვიან მომაქვს სხეულით

მტვერი,

ყოველწლიური

ჩანაწერი, ჩემი ამბების

მემატიანე, ვინაა გზისპირს

ჩამომჯდარი პირველი მგზავრი?

ვინაა ჯარისკაცის ცოლი

დაქვრივებული მზე ვინ არის?

ანუ პირიმზე, ვინაა ჩემი მეზობელი?

ძველი სახლის

აივანზე ჩიტები სხედან,

არაფერს ამბობენ, არაფერს

ვამბობთ, არავის ვაწუხებთ…

ბერდება თოვლი,

თოვლის ბაბუა,

კუბოს თავს ხდიან,

კუბოს თავს ახურავენ

არავის ვაწუხებთ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11