ნათია გიორგაძე
ნათია გიორგაძე
ნათია გიორგაძე დაიბადა 1973 წლის 31 იანვარს ქუთაისში, არის ფილოლოგი,  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილისა  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში. მისი ლექსები იბეჭდება 1994 წლიდან  პერიოდიკის  შემდეგ გამოცემებში: “არილი”, “ცხელი შოკოლადი”, “ჩვენი მწერლობა”, “ქართული მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”  და “ლიტერატურული გაზეთი”. არის  შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრი 2002 წლიდან.   ბიბლიოგრაფია:  “ელასამონი”, (ლექსები) გამომცემლობა “საუნჯე&#...

ნათია გიორგაძე დაიბადა 1973 წლის 31 იანვარს ქუთაისში, არის ფილოლოგი,  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილისა  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებში.

მისი ლექსები იბეჭდება 1994 წლიდან  პერიოდიკის  შემდეგ გამოცემებში: “არილი”, “ცხელი შოკოლადი”, “ჩვენი მწერლობა”, “ქართული მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”  და “ლიტერატურული გაზეთი”.

არის  შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრი 2002 წლიდან.

 

ბიბლიოგრაფია:

 “ელასამონი”, (ლექსები) გამომცემლობა “საუნჯე”,  2012 წელი.

“მდინარის კარი”, (ლექსები) გამომცემლობა “უნივერსალი”, 2007 წელი.

“ირაო”, (ლექსები) გამომცემლობა “უნივერსალი”, 2003 წელი.

“აქ”, (ლექსები)  გამომცემლობა “უნივერსალი”,  2001 წელი.

“არეული ქორონიკონი”, (ლექსები) გამომცემლობა “მოწამეთა”, 1994 წელი.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები