თევზის შეწვა

 

იწვება თევზი,

არაფერია მის გარეშე,

იწვება თევზი

და  სუნი დგება,

შენ გავხარ შვიდი წლის

მიცვალებულს, რომელიც

მოდის, შენ გავხარ იმედს,

სევდიან დედაჩემს,

რომელმაც ისწავლა

პირჯვრის გადაწერა

და ფხების შეგროვება,

რათა წმინდა ადგილას დაწვას.

სუნს იკრავს შენი ტანსაცმელი,

როგორც ზღვის ნაპირი,

და შობის სამაჯური,

არავის ვგავართ,

მე ვღელავ შენი ხელების გამო,

მე ვღელავ ჩემი ხელების გამო

ერთი დარჩება, მეორე წავა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11