* * *

 

ოქროსფერო ბაყაყო,

ჭაობის ბაყაყო

შენ ვერასოდეს გახდები

ბედაური…

შენ ვერასოდეს გახდები

პოეტი,

მაგრამ შენი ხმა

ისეთია, რომ მე შემშურდა

მე ხმების ოსტატს

ენამახვილს, მზეს.

ცეცხლისგამჩენს

შენი შემშურდა

ვერასოდეს გავხდები

ასე დაბალწყალზე

შეყვარებული

და ვერ ვიხტუნებ

სხვის დაკრულზე

სხვის შადრევანში,

აქ ერთმა ბიჭმა

მეთაურს უთხრა:

– შენს ქვეყანაში,

ძაღლი არ ყეფს,

შაშვი არ გალობს…

მე იმ ბიჭისთვის

ვწერ და ვმღერი,

შენ იმ ბიჭისთვის

ამ ჭაობში ყურყუმალაობ.

დიდია შენი სამსახური

ძალიან დიდი!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11