* * *

 

ბავშვობისას ქარსაცავ ზოლში,

ალვის ხეების მონაზვნები,

ვერცხლისწყლის მალამო

ძალიან საშიში და მაინც

უებარი იყო.

ეს ჭალა უფრო იდუმალი,

ეს წყალი უფრო გამდინარე,

ეს ხალხი უფრო ბედნიერი

ჩანდა.

ბავშვობიდან,  რაც მახსოვს,

ცაში ამოხაპულ ღმერთზე

ერთი ბიჭი მიყვებოდა,

იმ ბიჭს აღარავინ ყავდა,

მე ძმად მისი სახლში დატოვება,

მე ბრმად მისი სახლში შემოშვება,

მე ზღვად მისი დარდი მქონდა.

ვერ ვთქვი!

ტატიანე  ლოცვას იტყვის,

სარტყელს გადაზომავს გაშლილს:

– ჩვენსკენ მოაბრუნე ღმერთო,

ავს ნუ გაუშტერებს თვალებს.

–  თვალმა უხილავიც იცის…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11